ავტომწარმოებელი Stellantis–ი ახალი აღმასრულებელი დირექტორის ძებნას იწყებს

ავტომწარმოებელმა Stellantis NV–მ, რომელიც ჩამოყალიბდა Fiat Chrysler-ისა და PSA Group-ის შერწყმის შედეგად, დაიწყო ახალი აღმასრულებელი დირექტორის ძებნა კარლოს ტავარესის შემცვლელად.
ტავარესი სულ უფრო მეტად ექცევა კრიტიკის ქვეშ Stellantis-ის დილერებისგან შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც გაერთიანებული ავტო მუშაკების (UAW) პროფკავშირის მხრიდან, წერს Market Watch.
ავტოკონცერნის მაჩვენებლები ამერიკულ ბაზარზე წლის პირველ ნახევარში სუსტი იყო და Stellantis-ის საწყობებში დაგროვდა მზა მანქანების ჭარბი რაოდენობა.
ორშაბათს Stellantis-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ტავარესის ხუთწლიანი კონტრაქტი 2026 წლის დასაწყისში იწურება.
„დირექტორთა საბჭოსთვის ჩვეულებრივი მიდგომაა ასეთი საკითხის სათანადო გულმოდგინებით განხილვა, აღმასრულებელი დირექტორის პოზიციის მნიშვნელობიდან გამომდინარე“- ნათქვამია ავტომწარმოებლის განცხადებაში.
Stellantis-ის აქციებმა სამშაბათს, მილანში ვაჭრობისას 0.9 პროცენტით მოიმატა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან მათი ღირებულება 34%-ით შემცირდა.
interfax

ასევე დაგაინტერესებთ