ანტონიო გუტერეში: მსოფლიოში ვითარება “არამდგრადია”

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ვითარებას მსოფლიოში „არამდგრადი“ უწოდა და გააფრთხილა შეკრებილი ლიდერები, რომ უსამართლობა, უთანასწორობა და განუსაზღვრელობა ქმნის „არამდგრად მსოფლიოს,“ რომელშიც სულ უფრო მეტი ქვეყანა თვლის, რომ ფლობს „ციხიდან თავისუფლად გამოსვლის ბარათს.“ „ამ სულისკვეთებით ვერ გავაგრძელებთ“, – თქვა გუტერეშმა პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრებისა და სხვა ლიდერების გამოსვლების დაწყვებისას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.
გუტერეში გულისხმობდა გეოპოლიტიკური უთანხმოების გაღრმავებას, უსასრულო ომებს, კლიმატის ცვლილებას, ბირთვულ და უახლეს იარაღს, როცა განაცხადა, რომ კაცობრიობა „მიემართება წარმოუდგენელი დენთის კასრისკენ, რომელიც მთელ მსოფლიოს შთანთქმის საფრთხეს უქმნის“. გაეროს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ „პრობლემები, რომლებსაც ვაწყდებით, შეიძლება მოგვარდეს“, თუ საერთაშორისო საზოგადოებრიობა წინ აღუდგება უმართავ საფრთხეებს, უთანასწორობას, რომელიც უსამართლობის საფუძველია და დაუსჯელობას, რომელიც ძირს უთხრის საერთაშორისო სამართალს და გაეროს ძირეულ პრინციპებს. დღეს სულ უფრო ბევრი მთავრობა და სხვა პირები თვლიან, რომ აქვთ უფლება, იქონიონ „ციხიდან გამოსვლის უფასო ბარათი“, – მოიხმო გუტურეშმა სამაგიდო თამაში „მონოპოლი“.
გაეროს გენერალური ასამბლეა გაიხსნა ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე ომების, ასევე სხვა არაერთი კონფლიქტის ფონზე.
გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვლენ მსოფლიოს სახელმწიფოთა ლიდერები. -ის პრეზიდენტი სიტყვას წარმოთქვამს 24 სექტემბერს.
საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის გამოსვლა დაგეგმილია 25 სექტემბერის სესიაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი