ერდოღანი მოუწოდებს აშშ-ს გააუქმოს სანქციები, რომლებიც თავდაცვის შესყიდვებს აფერხებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი მოუწოდებს ამერიკას შეაჩეროს სანქციები, რომლებიც თურქეთისთვის თავდაცვით შესყიდვებს ბლოკავს.
ნატოს წევრ თურქეთსა და ამერიკას შორის, ბოლო წლების განმავლობაში არაერთი უთანხმოება დაგროვდა, მათ შორისა განსახვავებული მიდგომა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის საკითხის, სირიისა და ღაზის მდგომარეობის გამო. გარდა ამისა, თურქეთის მიერ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის, S-400-ის შეძენამ, ამერიკული სანქციები და ქვეყნის F-35-ის პროგრამიდან გაძევება გამოიწვია.
თუმცა, მას შემდეგ, რაც თურქეთმა ნატოში შვედეთის გაწევრიანებას მწვანე შუქი აუნთო, ურთიერთობები შედარებით შერბილდა და ამერიკა დათანხმდა თურქეთისთვის 40 F-16-ის უახლესი ტიპის ავიამოიერიშის მიყიდვას. გარდა ამისა, პირობის მიხედვით, ამერიკა თურქეთს, მის მფლობელობაში უკვე არსებული F-16-ების მოდერნიზებისთვის საჭირო ნაკრებსაც მიყიდის.
ანკარასა და ვაშინგტონს ორმხრივი ვაჭრობის 100 მილიარდი დოლარის გრძელვადიანი მიზანი აქვთ დასახული. თუმცა, მიზანი ჯერ მიღწეული არ არის, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მაჩვენებელი 2023 წელს, დაახლოებით, 30 მილიარდი დოლარი იყო.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ნიუ-იორკში ვიზიტის დროს, ერდოღანმა თურქ და ამერიკელ ბიზნესმენებთან შეხვედრისას თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი აზრით, მიზნის მიღწევა შესაძლებელია, თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობა “ძალიან მოკლებულია” მის პოტენციალს არსებული შეზღუდვების გამო.
მისი თქმით, საბოლოო მიზნის მისაღწევად საჭიროა, რომ ამერიკამ რკინაზე, ფოლადსა და ალუმინზე არსებული დამატებითი ტარიფები მოხსნას. ერდოღანი ასევე თურქეთისთვის “ამერიკის მოწინააღმდეგებთან სანქციებით ბრძოლის აქტის” ფარგლებში დაწესებული სანქციების მოხსნასაც ითხოვს.
“იმედი მაქვს, რომ ახალი ფურცლიდან დავიწყეთ [ურთიერთობა] F-16-ების მოდერნიზაციის პროექტით. გვაქვს მოლოდინი, რომ საექსპორტო შეზღუდვები ამ მიმართულებით მოიხსნება”, – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ილია დარჩიაშვილი – სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე იმოგზაურებენ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან