ზიდანის შვილმა 29 წლის ასაკში თამაშს თავი დაანება

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის, ზინედინ ზიდანის უფროსმა შვილმა, ნახევარმცველმა ენცომ 29 წლის ასაკში ფეხბურთელის კარიერა დაასრულა, – ამის შესახებ AS-ი იტყობინება.
ენცო “რეალის” აკადემიის აღზრდილია, თუმცა ამ გუნდში მხოლოდ ერთხელ ითამაშა, აგრეთვე “ალავესში”, “ლოზანაში”, “რაიო მახადაონდაში”, “ავეშში”, “ალმერიასა” და “როდეზში” ასპარეზობდა, ბოლოს კი “ფუენლაბრადას” ღირსებას იცავდა.
მას სამი ქალიშვილი ჰყავს და სამშენებლო ბიზნესი აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ