ამერიკა აუცილებლად მიიღებს საქართველოს ისეთს, როგორიც არის და აუცილებლად გახდება ჩვენი რეალური და ნამდვილი პარტნიორი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე საქართველოსა და -ს პარტნიორულ ურთიერთობებს გამოეხმაურა.
„ჩვენ გვინდა არა ვასალობა, არამედ პარტნიორობა“, – განაცხადა ჩიბურდანიძემ და აღნიშნა, რომ თავად -ს არ უნდა აწყობდეს საქართველოსთან ისეთი ურთიერთობები, როგორიც აქამდე ჰქონდა, რადგან დღეს მსოფლიო პოლიტიკაში სრულიად განსხვავებული ვითარებაა.
თამარ ჩიბურდანიძემ განმარტა, რომ დარწმუნებულია – ამერიკა საქართველოს მიიღებს ისეთს, როგორიც არის და საქართველოს მოსახლეობა აშშ-ს პარტნიორის პოზიციაში ჩააყენებს.
„ჩვენ გვინდა არა ვასალობა, არამედ პარტნიორობა. დღევანდელ სიტუაციაში, თუ კი გუშინ სულ სხვა ვითარება იყო მსოფლიო პოლიტიკაში და შესაძლოა ამ ფორმით ურთიერთობა ამერიკისთვის იყო მისაღები, დღეს სწორედ ამერიკას არ უნდა აწყობდეს საქართველოსთან ისევ გუშინდელი დღით ურთიერთობა. ღრმად ვარ დარწმუნებული, როგორც ამ დარგის სპეციალისტი, რომ ამერიკა აუცილებლად მიიღებს საქართველოს ისეთს, როგორიც არის და აუცილებლად გახდება ჩვენი რეალური და ნამდვილი პარტნიორი. ეს რყევები, რაც ახლა არის, ჭიდაობა, მცდელობა, რომ არ გაუშვას ხელიდან ის, რაც დაჭერილი აქვს – ამ ყველაფერზე ქართველი ხალხი გააშვებინებს ხელს, საქართველოზე გააშვებინებს ხელს და ჩააყენებს იმ კალაპოტში, რასაც ჰქვია სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობა და პარტნიორობა“, – აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა