აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს, ლევან მგალობლიშვილს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ს მთავრობის თავმჯდომარეს, ლევან მგალობლიშვილს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
თორნიკე რიჟვაძემ ლევან მგალობლიშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
თორნიკე რიჟვაძემ და ლევან მგალობლიშვილმა ერთმანეთს კოლეგა მინისტრები წარუდგინეს.
შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
„აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აჭარის მთავრობის მხრიდან – ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და განათლების მინისტრი – მაია ხაჯიშვილი, ხოლო აფხაზეთის მთავრობის მხრიდან, ჯანდაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, კულტურის და განათლების მინისტრი დავით მორგოშია, იუსტიციის მინისტრი, გიორგი ძიგუა ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან

ილია დარჩიაშვილი – სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე იმოგზაურებენ