სოხუმში, მუზეუმში შამილ ბასაევის ფოტოს გამოჩენას მოსკოვის უკმაყოფილება მოჰყვა

ოკუპირებული ს ე.წ. სახელმწიფო მუზეუმში დროებით დაიხურა გამოფენა, რომელზეც ჩეჩენი საველე მეთაურის, შამილ ბასაევის პორტრეტი იყო გამოფენილი წარწერით: „აფხაზეთის გმირი“.
სოხუმში „ს საელჩოში“ РБК-ს განუცხადეს, რომ პორტრეტის გამოფენა „დაუშვებლად მიაჩნიათ“ და მუზეუმს მიმართეს, ხელმძღვანელობისგან კი მიიღეს დაპირება, რომ „უმოკლეს დროში შექმნილი ვითარება გამოსწორება“.
ტელეგრამის არხ Hard Blog-ის ავტორი წერს, რომ მუზეუმში დაცული ფოტოები 2013 წელს აღადგინეს რუსეთის დაფინანსებით.
ჩეჩენი საველე მეთაური შამილ ბასაევი აფხაზეთის ომში აფხაზურ მხარეს იბრძოდა. განსაკუთრებული დამსახურებისთვის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველმა ე.წ. პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ ის „აფხაზეთის გმირის“ მედლით დააჯილდოვა.
მოგვიანებით შამილ ბასაევის სახელი დაუკავშირდა რუსეთში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს და მოხსენიებულია, როგორც „ნომერი პირველი ტერორისტი“. მან აიღო პასუხისმგებლობა 2004 წელს ბესლანის სკოლაზე თავდასხმის ორგანიზებაზე – ბესლანის №1 სკოლაში მომხდარ ტერაქტს 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 186 ბავშვი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან

ილია დარჩიაშვილი – სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე იმოგზაურებენ