ზურაბ პოლოლიკაშვილი – ჩვენი სექტორი ყველაზე ჰუმანურია, თითოეული მოგზაურობა დაკავშირებულია ტურიზმთან, რომელიც აერთიანებს მსოფლიოსა და აახლოებს ტურიზმს

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ვებ-გვერდზე მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის ვიდეო მიმართვა ვრცელდება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 27 სექტემბერს, პირველად მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველო უმასპინძლებს.
„გილოცავთ მსოფლიო ტურიზმის დღეს. წელს, ამ დღეს, ჩვენი პლანეტა ომებსა და საფრთხეებშია გახვეული. მსოფლიო მოსახლეობიდან ყოველი მეოთხე კონფლიქტურ ზონებში ცხოვრობს, უამრავმა ჩვენგანმა საკუთარ თავზე გამოცადა ომი, მისი გავლენა შორს გაცდა კონფლიქტურ ზონებს. ჩვენ დაუყოვნებლივ ერთად უნდა დავდგეთ მშვიდობისთვის“, – აცხადებს ზურაბ პოლოლიკაშვილი.
როგორც გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი აღნიშნავს, ტურიზმი ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას და ქვეყნების იცავს კონფლიქტებისგან.
„გლობალური ტურიზმის ოჯახი საკმაოდ მრავალფეროვანია, მაგრამ რაც ყველას გვაერთიანებს ჩვენი ჰუმანურობაა. ჩვენი სექტორი ყველაზე ჰუმანურია. თითოეული მოგზაურობა დაკავშირებულია ტურიზმთან, რომელიც აერთიანებს მსოფლიოსა და აახლოებს ტურიზმს. ტურიზმი ნდობასა და პატივისცემაზეა დაფუძნებული. ტურიზმი განაპირობებს ინკლუზიურ ზრდას და კეთილდღეობას, გვიცავს კონფლიქტებისგან. ტურიზმის ღირებულებები ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ვიდრე ოდესმე. მოდით პატივი ვცეთ საერთაშორისო სამართალსა და გაერთიანებული ერების ღირებულებებს. უპირველეს ყოვლისა, ერთად ვიმუშაოთ გაერთიანებულმა სექტორმა, რომ ტურიზმი იმედის ჩირაღდნად ვაქციოთ, როდესაც კონფლიქტის ზონებში მშვიდობა დაისადგურებს ჩვენ მზად ვიქნებით დავეხმაროთ ადამიანებს აღმშენებლობასა და კავშირების აღდგენაში, სადაც არ უნდა იყოთ და როგორც არ უნდა აღნიშნავდეთ ტურიზმის დღეს, გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
ცნობისთვის, ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – “ქართული ოცნება” ცდილობს, დასავლეთს გადააბრალოს არჩევნებში ჩარევა, რომ პოტენციური რუსული ჩარევის საფრთხეები გადაფაროს – მისი მიზანია, არ აღიაროს სადამკვირვებლო მისიების შეფასებები

პრემიერი – ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაფართოებაზე, ასევე, ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც აუცილებელია რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად