პაპუაშვილს არ ჰგონია, რომ პრემიერს აშშ-ის მთავრობასთან შეხვედრა ექნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი -ის ელჩს რობინ დანიგანს გააცნო პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილს არ ჰგონია, რომ ნიუ იორკში მყოფ ს ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრა ექნება და ამას ხსნის იმით, რომ პრემიერის ვიზიტი აქვს გაეროში და არა — შეერთებულ შტატებში.
„ვერ გეტყვით, არ მგონია [შეხვედრა შედგეს]. დღის წესრიგი არ ვიცი. პრემიერის ვიზიტი შეეხება გაეროს ასამბლეას და იქ გამოსვლას, ამიტომ დღის წესრიგი სრულად დაკავშირებული გაეროსთან და არა — ორმხრივ ვიზიტთან. ბელგიაშიც ვარ ნამყოფი, ევროკავშირში და არა ბელგიის ორმხრივ ვიზიტზე“, — განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
მან უარყო ინფორმაცია, თითქოს პრემიერი ს შუამავლობით ცდილობდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან შეხვედრის ორგანიზებას.
დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ აშშ-ში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩასული სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები ამ შესაძლებლობას იყენებენ ორმხივი შეხვედრებისთვისაც. ყოფილი პრემიერი გასულ წელს, ნიუ-იორკში, სწორედ გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად შეხვდა ჯეიკ სალივანს, პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს დერეკ შოლეს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ს პრეზიდენტ ალარ კარისს და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებს 22-26 სექტემბერს სტუმრობს. 25 სექტემბერს ის გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. მანამდე პრემიერმა მონაწილეობა მიიღო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ს და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებულ „მომავლის სამიტში“ და შეხვდა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – “ქართული ოცნება” ცდილობს, დასავლეთს გადააბრალოს არჩევნებში ჩარევა, რომ პოტენციური რუსული ჩარევის საფრთხეები გადაფაროს – მისი მიზანია, არ აღიაროს სადამკვირვებლო მისიების შეფასებები

პრემიერი – ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაფართოებაზე, ასევე, ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც აუცილებელია რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად