“იმედი მაქვს, საქართველოში ყველა ძალა იმუშავებს ერთად… ევროინტეგრაცია ხანგრძლივ ერთიანობას მოითხოვს” | საფრანგეთის ელჩი

“იმედი მაქვს, რომ საქართველოში ყველა ძალა იმუშავებს ერთად… ევროინტეგრაცია ხანგრძლივ ერთიანობას მოითხოვს”, – ამის შესახებ საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი საუბრობს.
როგორც საქართველოში ყველამ იცის, ევროკავშირმა კარი გახსნა საქართველოსთვის, რომ ამ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მე იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველო, რომელიც ევროპული ოჯახის წევრია, საბოლოოდ გადადგამს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ საქართველოში ყველა ძალა, როგორც პოლიტიკური, ასევე სამოქალაქო საზოგადოება, იმუშავებს ერთად, რადგან ევროინტეგრაცია ხანგრძლივ ერთიანობას მოითხოვს. იმედი მაქვს, რომ მთავრობა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება გააორმაგებენ ძალისხმევას, რათა განახორციელონ და სისრულეში მოიყვანონ ქართველი ხალხის მისწრაფებები, – ამბობს ელჩი.