სრულად კორპორატიული საბანკო სერვისების მიწოდებასა და განვითარებაზე ვართ ორიენტირებული – “პაშა ბანკი”

Phasha bank Georgia – ს ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაკა გვრიტიშვილი BMGTV-ს გადაცემაში “საქმიანი დილა” კომპანიის განვითარების გეგმებზე საუბრობს.
მისი თქმით, კომპანიისთვის 2024-2026 წლის ჩათვლით სტრატეგიული პერიოდია. შესაბამისად, ისინი სრულად კორპორატიული საბანკო სერვისების მიწოდებასა და განვითარებაზე არიან ორიენტირებული.
“ჩვენთვის ახალი სტრატეგიული პერიოდია 2024 წლიდან 2026 წლის ჩათვლით და მთლიანად ვართ კორპორატიული საბანკო სერვისების მიწოდებასა და განვითარებაზე ორიენტირებული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონალური მხარდაჭერა.
“პაშა ჰოლდინგი” წარმოდგენილია 5 ქვეყანაში, მათ შორის აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. ბიზნესებს, რომლებსაც რეგიონში სურთ განვითარება ან აქვთ უკვე ბიზნესი, ჩვენ ძალიან საინტერესო ინსტრუმენტები შეგვიძლია შევთავაზოთ, ბიზნესის განვითარებისთვის”, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ