ჰერცი ჰალევი – „ჰეზბოლას“ შესვენების საშუალებას არ მივცემთ, დავაჩქარებთ შეტევით ოპერაციებს

ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ჰერცი ჰალევის განცხადებით, „ჰეზბოლას“ შესვენების საშუალებას არ მისცემენ და ისრაელელი სამხედროები ლიბანში მოქმედებებს დააჩქარებენ.
„ჰეზბოლას“ არ უნდა მიეცეს შესვენება. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა მთელი ძალით. დავაჩქარებთ შეტევითი ოპერაციებს დღეს. სიტუაცია მოითხოვს ინტენსიური მოქმედებების გაგრძელებას მთელ ფრონტზე“, – აღნიშნა ჰალევიმ.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ და დღეს ს საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 558-მდე გაიზარდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დღეს, „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – თავისუფლება მოვიპოვეთ 33 წლის წინ, მაგრამ დამოუკიდებლობა შევიგრძენით 2022 წლის თებერვალში, როდესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ ჩვენი ხალხის ინტერესში იყო

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთან არჩევნებს არ ატარებენ „ენჯეოები“, საელჩოები და უცხოელი დამკვირვებლები, ჩვენთან არჩევნებს ატარებს ცესკო – დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც შეიძლება რაღაცაზე თვალი დაგვეხუჭა