გიული ალასანია – თუ რამით შეიძლება ვიამაყოთ, ეს არის ჩვენი უძველესი სახელმწიფოებრიობა, დღეს სწორედ ამ სახელმწიფოებრიობას ე.წ. ხელისუფლება დაემუქრა

თუ რამით შეიძლება ვიამაყოთ, ეს არის ჩვენი უძველესი სახელმწიფოებრიობა, დღეს სწორედ ამ სახელმწიფოებრიობას ე.წ. ხელისუფლება დაემუქრა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ არჩევნებს უახლოვდება.
ამასთან, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„ამ წიგნს გრძელი ისტორია აქვს. რამდენიმე წლის განმავლობაში იწერებოდა სხვადასხვა ქვეყანაში და გადმოცემულია არა მხოლოდ საქართველოს უახლესი ისტორია, არამედ მსოფლიო ისტორიაც. ჩვენ განსაკუთრებულ არჩევნებს ვუახლოვდებით. ყველამ კარგად იცის, რომ თუ რამით შეიძლება ვიამაყოთ, ეს არის ჩვენი უძველესი სახელმწიფოებრიობა, დღეს სწორედ ამ სახელმწიფოებრიობას ე.წ. ხელისუფლება დაემუქრა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობით, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე რუსთავში მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციას, მესამე პრეზიდენტის დედასთან, გიული ალასანიასთან და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანთან, დავით კირკიტაძესთან ერთად დაესწრო.

ასევე დაგაინტერესებთ