“რამდენი გოლიც უნდა გაიტანოს, ამ ბიჭმა ფეხბურთის თამაში არ იცის” – კასანო რონალდოზე

ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-სთან ინტერვიუში მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდოს შესახებ ისაუბრა.
იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი გააკრიტიკა.
“არ მაინტერესებს, სულ რომ 3000 გოლი გაიტანოს, მაინც ყოველთვის ვიტყვი, რომ ამ ბიჭმა ფეხბურთის თამაში არ იცის. 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ იმაზე ფიქრობს, გოლი როგორ გაიტანოს. იგუაიანს, აგუეროს, ბენზემას ლევანდოვსკის, იბრაჰიმოვიჩსა და სუარესს ფანები კრიშტიანოზე დაბალი დონის ფეხბურთელებად მიიჩნევენ, თუმცა რეალობა სულ სხვაა. ისინი რონალდოზე უკეთესები არიან, იცით, რატომ? ეს ბიჭები გუნდისთვის პორტუგალიელზე მეტს აკეთებდნენ”, –
განაცხადა კასანომ.
შეგახსენებთ, 39 წლის ფორვარდი ამჟამად “ალ ნასრის” ღირსებას იცავს, მიმდინარე სეზონში რონალდომ არაბული კლუბის მაისურით ჯამში 6 მატჩი ჩაატარა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და 2 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ