“დაგვტოვებს თუ არა იანვარში?” – “გალათასარაის” წარმომადგენელი ოსიმენის შესახებ გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა

რამდენიმე კვირის წინ, იტალიურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ “ნაპოლიდან” “გალათასარაიში” განათხოვრებული ვიქტორ ოსიმენი შესაძლოა, “პარტენოპეის” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე უკან დაებრუნებინა და სხვა ევროპულ კლუბში სრულფასოვანი ტრანსფერით გაესხვისებინა.
ამასთან დაკავშირებით თურქული კლუბის დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა იბრაჰიმ ჰატიპოღლუმ ისაუბრა და აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.
ჰატიპოღლუს თქმით, ოსიმენი “გალათასარაიში” ივნისის ბოლომდე დარჩება.
“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ოსიმენი იანვარში არსად წავა, ეს სიცრუეა. ვიქტორი ჩვენთან ივნისის ბოლომდე დარჩება, რა მოხდება მომავალში? ამას ერთად ვნახავთ”, – განაცხადა ჰატიპოღლუმ.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ვიქტორ ოსიმენმა “გალათასარაის” რიგებში
2 მატჩში 2 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.