რომან გოცირიძე – თუ დააკვირდით, ლექსიკა მეც შევცვალე – მადლობა სალომე ზურაბიშვილს! მან აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება გააკეთა, რომ საქართველოს პრორუსული ხელისუფლება პირდაპირ რუსულ ხელისუფლებად გადაგვარდა

თუ დააკვირდით, ლექსიკა მეც შევცვალე – მადლობა სალომე ზურაბიშვილს! მან აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება გააკეთა, რომ საქართველოს პრორუსული ხელისუფლება პირდაპირ რუსულ ხელისუფლებად გადაგვარდა, – ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა მ გააკეთა.
გოცირიძის აზრით, ქვეყანას რუსული ხელისუფლება მართავს, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესში ჩართოს.
„საქართველოს ხელისუფლებას ამ არჩევნებში ერთადერთი დამხმარე ჰყავს – ეს არის რუსეთი. მათ შორის არის ფინანსური და სხვა სახის გავლენა.
ერთ რამეში შეცდნენ – ეგონათ, რომ დასავლეთი კიდევ დიდხანს დახუჭავდა თვალს. უკვე მოვიდა სა და “ქართული ოცნების” განკითხვის დღე. მათ თავზე აღმართული დამოკლეს მახვილი მალე ჩამოვარდება, თუ გონს დროს არ მოეგნენ”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
გოცირიძე იმასაც ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება გარიყულია და მას ხელს დასავლეთში არავინ ართმევს.
-ში ს არავინ შეხვდება, რადგან ის წარმოადგენს არა საქართველოს მთავრობას, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, არამედ წარმოადგენს ერთი რუსი ოლიგარქის მარიონეტს.
ბიძინა ივანიშვილი სანქციებს ვერ ასცდება – სანქციის ზომა კი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მშვიდობიანად გადააბარებს ხელისუფლებას მომავალ კოალიციურ გაერთიანებას“, – განაცხადა გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – პარტნიორებს ერთადერთი ინტერესი აქვთ, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფალ და სამართლიან გარემოში გამოხატოს პოლიტიკური ნება და აირჩიოს მთავრობა, რომელიც სურს – ნათელია, რომ არჩევნებში “ქართული ოცნება” მარცხდება