„ქართული ოცნების“ დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ყვარლის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი , ქალაქ ყვარელში მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრისას განიხილეს ხელისუფლების მიერ მიმდინარე და დასრულებული პროექტები.
როგორც დელეგატმა შეხვედრაზე აღნიშნა, ყვარელში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. მიმდინარეობს ქალაქ ყვარლის წყალმომარაგება – წყალარინების ქსელის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: წყალმომარაგების და წყალარინების ქსელის მშენებლობა, ახალი ჭაბურღილებისა და რეზერვუარების მოწყობა, პროექტის მიხედვით, ადგილზე მოეწყობა საფილტრი და სატუმბი სადგური და საქლორატოროები.
ყვარლის მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდნენ, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – ილია მზექალაშვილი და მუნიციპალიტეტის მერი – გივი ზაუტაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – პარტნიორების შეფასებები ძალიან მძიმე იყო – ერთ-ერთი კოლეგისგან პირდაპირ ითქვა, რომ თუ “ქართული ოცნება“ ზეწოლასა და რუსული გავლენის გააქტიურებას გააგრძელებს, საქართველო ბელარუსი გახდება