ვასო ურუშაძე – წლებია ივანიშვილის მაფიოზური კლანური მმართველობა აყალიბებს კორუფციულ პირამიდას, სადაც ის კომპანიები და ბიზნესორგანიზაციები არიან პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რომლებიც მმართველ პარტიას ფულს სწირავენ

წლებია ივანიშვილის მაფიოზური კლანური მმართველობა აყალიბებს კორუფციულ პირამიდას, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ის კომპანიები და ის ბიზნეს ორგანიზაციები არიან პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რომლებიც მმართველ პარტიას ფულს სწირავენ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ „ქართული ოცნების“ შემომწირველებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი თავისუფალი წინასაარჩევნო გარემო, კონკურენტული პოლიტიკური დღის წესრიგი, ყველაფერი მხოლოდ ერთ პარტიას – „ქართულ ოცნებას“ ემსახურება.
„სახეზეა პოლიტიკური კორუფციის მტკიცებულებები. – წლებია ივანიშვილის მაფიოზური კლანური მმართველობა აყალიბებს კორუფციულ პირამიდას, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ის კომპანიები და ის ბიზნეს ორგანიზაციები არიან პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რომლებიც მმართველ პარტიას ფულს სწირავენ.
[ასეთი კომპანიები] იგებენ ტენდერებს, მათ შეუძლიათ დაარღვიონ ყველანაირი პირობა. მათ წინააღმდეგ არანაირი სანქცია არ მოქმედებს, არანაირი საქმის აღძვრა, არანაირი პასუხისმგებლობა არ დგება მათ წინააღმდეგ, ისინი იგებენ ტენდერებს, სახელმწიფო შესყიდვებს, შეუძლიათ მიიტაცო სახელმწიფო ქონება, მიწები, შენობა-ნაგებობები, გაძარცვონ მთელი სახელმწიფო რესურსი, სანაცვლოდ მხოლოდ ერთი რამე არის საჭირო – ფული შესწირონ მმართველ პარტიას.
ერთია, რომ ისინი არაფორმალურ გარიგებაში იმყოფებიან ჩინოვნიკებთან და კორუფციული ინტერესები აქვთ საერთო და მეორეა ის, რომ ფორმალურად სწირავენ ფულს მმართველ პარტიას და არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება, როდესაც კერძო სექტორი, რომელიმე ბიზნესი ფულს წირავს ოპოზიციურ პარტიას. ეს არის დადასტურება იმისა, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი თავისუფალი წინასაარჩევნო გარემო, კონკურენტული პოლიტიკური დღის წესრიგი, ყველაფერი მხოლოდ ერთ პარტიას – „ქართულ ოცნებას“ ემსახურება“, – განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – პარტნიორების შეფასებები ძალიან მძიმე იყო – ერთ-ერთი კოლეგისგან პირდაპირ ითქვა, რომ თუ “ქართული ოცნება“ ზეწოლასა და რუსული გავლენის გააქტიურებას გააგრძელებს, საქართველო ბელარუსი გახდება