ისრაელის თავდაცვის ძალები – დღეს დილით, „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 65-ზე მეტი რაკეტა გაუშვა

დღეს დილით, „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ს მიმართულებით 65-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰეზბოლას“ მიერ ჰაიფას მიმართულებით გაშვებული 10 რაკეტიდან რამდენიმე საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა. რაკეტის ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
ასევე, „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად კირიათ-შმონაში შენობები დაზიანდა და ქალაქის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. „ჰეზბოლამ“ კირიათ-შმონას მიმართულებით 50 რაკეტა გაუშვა.
შეგახსენებთ, ისრაელსა და ლიბანს შორის კონფლიქტი მნიშვნელოვნად დაიძაბა. ისრაელი, გუშინ დილიდან, ლიბანის წინააღმდეგ საჰაერო იერიშებს ახორციელებს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 492-მდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის 35 ბავშვი და 58 ქალია. დაშავებულთა რაოდენობა კი 1 645 -ს აღწევს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში დაჯგუფების 1 300 ობიექტს დაარტყეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – თავისუფლება მოვიპოვეთ 33 წლის წინ, მაგრამ დამოუკიდებლობა შევიგრძენით 2022 წლის თებერვალში, როდესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ ჩვენი ხალხის ინტერესში იყო

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთან არჩევნებს არ ატარებენ „ენჯეოები“, საელჩოები და უცხოელი დამკვირვებლები, ჩვენთან არჩევნებს ატარებს ცესკო – დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც შეიძლება რაღაცაზე თვალი დაგვეხუჭა