“დასავლეთი ცდილობს, სომხეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ განაწყოს” – ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, დასავლეთის ქვეყნებს ემუქრება იმ შემთხვევაში თუ “რეალურ საფრთხეს დაინახავს აზერბაიჯანი” მათი მხრიდან.
“სომხეთის მხრიდან ნებისმიერ დროს უნდა ველოდეთ პროვოკაციას. ამიტომაც გვინდა პირობითი საზღვრის გამაგრება. სომხეთი მასობრივად იარაღედბა და ამავე დროს ის სამხედრო სწავლებებს გადის სხვა, დიდ ქვეყნებთან. დასავლეთის ქვეყნებიდან სომხეთში შეიარაღება შედის. ზოგ შემთხვევაში ეს ხდება ღიად, მაგალითად, როგორც სომხეთისა და საფრანგეთის თანამშრომლობის ფარგლებში, ზოგ შემთხვევაში – დახურულად. თუმცა, ჩვენ ვიცით, ვინ, როდის და რას აწვდის სომხეთს, რომელი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები ჯდება სომხეთის აეროპორტებში და რა სამხედრო პროდუქცია ჩამოდის ამ სატვრითო თვითმფრინავებით.
დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის გეგმა, სომხეთი ჩვენს წინააღმდეგ განაწყონ, აშკარაა. მათ სომეხი ხალხი არ აინტერესებთ, მათთვის ის მხოლოდ ინსტრუმენტია, საშუალებაა აზერბაიჯანი მუდმივი ზეწოლის ქვეშ ამყოფოს, სომხეთის ტერიტორია გამოიყენოს აზერბაიჯანისთვის საფრთხის წყაროდ და ამგვარად, საკუთარი ინტერესები უზრუნველყოს. თუმცა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, თუ რეალურ საფრთხეს დავინახავთ, დიდი ძალისხმევა არ დაგვჭირდება ეს საფრთხე ნებისმიერ ტერიტორიაზე გავანადგუროთ. ყველამ იცოდეს ამის შესახებ”, – განაცხადა ალიევმა მილი მეჯლისში [აზერბაიჯანის პარლამენტი] გამოსვლისას.