გიგი წერეთელი – მედიკამენტები ჩვენი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი პენსიონერებისთვის ყველაზე დიდი ტვირთია – ამიტომ, ჩვენი პროგრამა სწორედ პენსიონერების წამლებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს

წამლები არის ძალიან ძვირი და პენსიები საქართველოში არ არის იმგვარი, რაც არის ევროპულ ქვეყნებში, ხოლო ფასები გაცილებით უსწრებს ევროპულ და თურქულ მედიკამენტებს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.
მისივე თქმით, პენსიონერებისთვის უფასო წამლები, 1000 – ლარიანი პენსია და საპენსიო ვალების განულება, მათ ცხოვრებას გააუმჯობესებს.
„დღესდღეობით მედიკამენტები ჩვენი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი პენსიონერებისთვის ყველაზე დიდი ტვირთია, მათ ყველაზე ხშირად სჭირდებათ წამლები და მათ დანახარჯებში ეს ძალიან დიდი წილია, უხდებათ არჩევანის გაკეთება წამალსა და სხვა რაღაცას შორის.
ამიტომ, ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს სწორედ პენსიონერების წამლებით უზრუნველყოფას, მათთვის ექიმის მიერ გამოწერილი წამლები უნდა იყოს უფასო და რაც მთავარია, 1000 – ლარიანი პენსია და საპენსიო ვალების ჩამოწერა, რა თქმა უნდა, მათ გაცილებით უკეთეს ვითარებაში ჩააყენებს.
წამლები არის ძალიან ძვირი და პენსიები საქართველოში არ არის იმგვარი, რაც არის ევროპულ ქვეყნებში, ხოლო ფასები გაცილებით უსწრებს ევროპულ და თურქულ მედიკამენტებს, ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ვფიქრობ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეს პროგრამა პირველ რიგში უნდა შესრულდეს.” – განაცხადა წერეთელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია