„ჯეოტეკი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

„ჯეოტეკ დისტრიბუცია“, რომელიც თითქმის 20 წელია ოპერირებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. კომპანია არაერთი პოპულარული ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია, როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ასევე აუდიო მოწყობილობების ბრენდების, მათ შორისაა: Dyson, Ninja, Cuisinart, Shark, Corelle, Corningware, BaByliss, JBL, HarmanKardon, Sandisk,Audio-Technica და სხვა.
აღსანიშნავია, რომ „ჯეოტეკ დისტრიბუცია“ აქტიურად ავითარებს ახალ ბიზნეს სტრატეგიას, რომელიც მოიცავს პოტენციური პარტნიორების მოზიდვასა და წარმატებული ბრენდების იმპორტს ადგილობრივ ბაზარზე, ისევე როგორც რეგიონის ქვეყნებში. დაგროვილი გამოცდილების შედეგად, კომპანია საქართველოს გარდა, დღესდღეობით ოპერირებს სხვა მეზობელ ქვეყნებში, მათ შორისაა აზერბაიჯანი, სომხეთი და ყაზახეთი.
Dyson-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსის მიღების შემდეგ, ბრენდის მოთხოვნით „ჯეოტეკ დისტრიბუციამ“ ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ლოკაციებზე Dyson-ის ბრენდ ზონის გახნას, როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთში. უკვე განხორციელებულია ორი პროექტი სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი“-ს საბურთალოს ფილიალში და „თბილისი მოლში“, ხოლო წლის ბოლოს იგეგმება ს ფილიალის გახსნა „გრანდ მოლში“. ხოლო 2025 წელს, ამიერკავკასიაში ერთადერთი Dyson-ის მაღაზიის გახსნა ბაქოში იგეგმება, სადაც მომხმარებელს საშუალება ექნება ადგილზე გატესტონ პროდუქცია და ექსპერტების დახმარებით განსხვავებული გამოცდილება მიიღონ.
კომპანია მუდმივად მუშაობს ინოვაციური და მომხმარებელზე მორგებული პროდუქტის მიწოდებაზე. მათ შორის, უნდა აღინიშნოს ამერიკული ბრენდი Ninja, რომლის 2021 წლიდან, ამიერკავკასიაში ერთადერთი ოფიციალური დისტრიბუტორებია. Ninja-ს პროდუქცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს სწრაფად მოამზადოს ჯანსაღი საკვები. აღსანიშნავია, რომ ბრენდი, რომელიც თავდაპირველად ბაზარზე თითქმის უცნობი იყო, დღეს უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამჟამად, კომპანიის გუნდი ახალ პროექტზე მუშაობს, რომლის მიზანია მომხმარებელს მისცეს საშუალება ადგილზე გატესტოს Ninja-ს პროდუქცია, რაც უფრო მეტად გაუადვილებს არჩევანის გაკეთებას.
„სადისტრიბუციო კომპანია „ჯეოტეკი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. აღსანიშნავია, რომ კომპანიას აქვს მრავალწლიანი წარმატებული პარტნიორობა სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდთან, რის შედეგად ჩამოყალიბდა სანდო და საიმედო პარტნიორად. „ჯეოტეკი“ აქტიურად მუშაობს ახალი წარმატებული ბრენდების ადგილობრივ ბაზარზე მოსაზიდად, რაც არსებულ პროდუქციას კიდევ უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა სასარგებლო და შედეგის მომტანი იქნება“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ