გერმანიაში პოპულარული Deutschlandticket–ი მნიშვნელოვნად გაძვირდება – მედია

გერმანიაში Deutschlandticket – პოპულარული ყოველთვიური აბონემენტი, რომელიც საშუალებას აძლევს ხალხს ისარგებლოს ყველა ადგილობრივი და რეგიონალური მატარებლით, ასევე ავტობუსებითა და მეტროებით მთელი ქვეყნის მასშტაბით – მომავალ წელს გაძვირდება დაახლოებით 18%-ით. როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ Handelsblatt იუწყება.
გერმანიის 16 ფედერალური მხარის ტრანსპორტის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ საშვის ფასი, რომელიც 2023 წლის მაისში ხელმისაწვდომი გახდა და 49 ევრო ღირს, 2025 წლის დასაწყისში 58 ევრომდე უნდა გაიზარდოს.
ამ ფასით ჩვენ შევძლებთ შევინარჩუნოთ ბილეთის მიმზიდველობა და ამავდროულად დაფინანსება უფრო მყარ საფუძველზე დავაყენოთ – ამბობს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ტრანსპორტის მინისტრი ოლივერ კრიშერი გერმანულ საინფორმაციო სააგენტო DPA-სთან ინტერვიუში.
ყოველთვიური აბონემენტი მიზნად ისახავდა ხალხის წახალისებას, დატოვონ მანქანები უფრო ეკოლოგიური ტრანსპორტის სასარგებლოდ.

ასევე დაგაინტერესებთ