არგენტინის ფედერალურმა სასამართლომ ნიკოლას მადუროს დაკავების ორდერი გასცა

არგენტინის ფედერალურმა სასამართლომ ნიკოლას მადუროს დაკავების ორდერი გასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.
კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის არგენტინის ფედერალურმა სასამართლომ ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროსა და შინაგან საქმეთა მინისტრის დიოსდადო კაბელიოს დაუყოვნებლივ დაკავების ორდერები გასცა.
„ნიკოლას მადუროსა და დიოსდადო კაბელიოს დაკავების ორდერების ბრძანება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს და არგენტინაში ექსტრადიციის მიზნით მათი საერთაშორისო დაკავების ბრძანების გაცემა ინტერპოლის მეშვეობით უნდა მოხდეს“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
მანამდე, რამდენიმე საათით ადრე, ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ არგენტინის პრეზიდენტის ს დაკავების ორდერი გასცა იმ მიზეზით, რომ სახელმწიფო ორგანოებმა ბუენოს-აირესში ვენესუელის სატვირთო თვითმფრინავის კონფისკაცია და მისი -ისთვის გადაცემა მოახდინეს. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ თვითმფრინავი ვენესუელის სახელმწიფო კომპანიამ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიიდან შეისყიდა.
სთან ერთად კარაკასის სასამართლომ არგენტინის უშიშროების მინისტრის, პატრისია ბულრიხისა და პრეზიდენტის დის, კარინა მილეის დაკავების ორდერები გასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ