გაერო – ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე საუბარი გვექნება ყველა თემაზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და პრიორიტეტებს – პრემიერი

გაერო – ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე საუბარი გვექნება ყველა თემაზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და პრიორიტეტებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ნიუ-იორკში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სიტყვით გამოსვლისას ყურადღებას ასევე გაამახვილებს ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობაზე.
„რა თქმა უნდა, ყველა თემას შევეხებით, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობასთან, მის განვითარებასთან, ამისთვის იქნება ეს პლატფორმა გამოყენებული“, – განაცხადა მ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერის გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით 25 სექტემბერს გამოვა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს