პენტაგონი: აშშ დამატებით ძალებს გზავნის ახლო აღმოსავლეთში, ისრაელსა და ჰეზბოლას შორის დაპირისპირების ზრდის ფონზე

აშშ დამატებით ძალებს გზავნის ახლო აღმოსავლეთში, იმ ფონზე, როცა ლიბანში მკვეთრად მოიმატა ძალადობის დონემ ისრაელსა და ჰეზბოლას შორის – რამაც, თავის მხრივ, გააძლიერა შეშფოთება უფრო ფართო რეგიონული ომის თაობაზე, აცხადებს პენტაგონი 23 სექტემბერს.
პენტაგონის პრესმდივანს, გენერალ-მაიორ პეტ რაიდერს არ დაუკონკრეტებია დეტალები იმის თაობაზე, თუ რა რაოდენობის იქნება დამატებითი ძალები, ან რა ამოცანები დაეკისრება მათ. -ს ამჟამად რეგიონში 40 000-მდე სამხედრო ჰყავს განთავსებული.
რაიდერმა ასევე თქვა, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა და ს თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა 22 სექტემბერს ტელეფონით ილაპარაკეს. რაიდერის თქმით, ოსტინმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ “მიზანმიმართული რჩება აშშ-ის ძალების და თანამშრომლების დაცვაში და ნებისმიერი რეგიონული ძალის შეკავებაში სიტუაციის სათავისოდ გამოყენებისგან ან კონფლიქტის გაფართოებისგან”.
23 სექტემბერს ისრაელის საჰაერო დარტყმებს 270-ზე მეტი ლიბანელი შეეწირა, ეს თავდასხმები ყველაზე ინტენსიური იყო მას მერე, რაც 2006 წელს ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ომი დაიწყო. ისრაელის არმიამ ლიბანის სამხრეთსა და აღმოსავლეთში მცხოვრები მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდა, ჰეზბოლას ძალების წინააღმდეგ კონფლიქტის გაფართოების ფონზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკ რუტე აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩრდილოეთ კორეელების მონაწილეობის შესახებ ცნობების დადასტურება ამ მომენტისთვის არ შეუძლია და ინფორმაციას სამხრეთ კორეა მიაწვდის