პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე სატვირთო მანქანების 65-კილომეტრიანი საცობია

უკრაინასთან პოლონეთისა და ს საზღვრების ორივე მხარეს ათასობით სატვირთო მანქანაა გაჩერებული. თითქმის ერთი თვის წინ, პოლონელმა გადამზიდავებმა, მათი აზრით, უკრაინული გადამზიდავების მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გამო, ბლოკპოსტები მოაწყვეს.
2022 წლის ივნისიდან უკრაინულ გადამზიდავებს ევროკავშირში ლიცენზიის გარეშე შესვლის უფლება აქვთ. პოლონეთის ხელისუფლების ცნობით, ამის გამო, იაფი უკრაინული გადაზიდვების რაოდენობა წელიწადში 160 000-დან მილიონამდე გაიზარდა.
ერთ-ერთი პოლონელი გადამზიდველი ამბობს: „ჩვენ ვეხმარებით ს და ეს დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ამას ჩვენი ბაზრის, ჩვენი ხალხის განადგურების ხარჯზე ვერ გავაკეთებთ. ჩვენ არ შეგვიძლია, საკუთარი სამშობლო უკრაინის გულისთვის გავანადგუროთ“.
კვირას, 3 დეკემბერს, პოლონური საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გრებენის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე სატვირთო მანქანების 65-კილომეტრიანი რიგი შეიქმნა. საცობები საზღვრის ორივე მხარეს არის გადაჭიმული, საზღვრის გადაკვეთის უფლებას პოლონელები დღეში მხოლოდ რამდენიმე ათეულ მანქანას აძლევენ. უკრაინელი გადამზიდავები იყინებიან, ავად არიან და საეჭვო სანიტარიულ პირობებში იმყოფებიან. ს განცხადებას ორი მძღოლის გარდაცვალების შესახებ პოლონური მხარე უარყოფს. რაიმე პოლიტიკური გამოსავალი, ჯერჯერობით, ვერ მოიძებნა, გარდა რამდენიმე ღონისძიებისა, რომლებიც დაცლილი სატვირთო მანქანების გატარებას ითვალისწინებს. პოლონელ გადამზიდავების პროტესტს უკვე მათი სლოვაკი კოლეგებიც შეუერთდნენ.
უმცირესობის მთავრობამ ფიცი ერთი კვირის წინ დადო, მაგრამ ნდობის ვოტუმის მიღებას ჯერ ვერ ახერხებს. ამ დროისთვის, მომავალ პრემიერ-მინისტრად ოპოზიციის ლიდერი, დონალდ ტუსკი მიიჩნევა, რომელიც დარწმუნებულია, რომ პოლონეთმა უკრაინასთან მეგობრული ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს და ამავე დროს, საკუთარი ინტერესები დაიცვას.
ევროკომისიამ პოლონეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ბრიუსელმა ვარშავა იმაში დაადანაშაულა, რომ სიტუაციის დასარეგულირებლად ძალიან ცოტას აკეთებს. ევროპის ტრანსპორტის კომისარმა, ადინა ვალეანმა ბლოკპოსტების დაყენებას „მიუღებელი“ უწოდა.
დღეს, დღის მეორე ნახევარში, ბრიუსელში, ევროპის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრები პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე არსებულ ვითარებას განიხილავენ.