პრეზიდენტი – მტერს რომ ყველაფერს უთმობ, მადას უღვივებ – როცა შენს მეგობრად აღარავინაა, ხარ სრულ იზოლაციაში, ეს თუ არ არის ომის გამოწვევა, მაშინ არ ვიცი, რა არის მშვიდობის პოლიტიკა

მტერს რომ ყველაფერს უთმობ, მადას უღვივებ – როცა შენს მეგობრად აღარავინაა, ხარ სრულ იზოლაციაში, ეს თუ არ არის ომის გამოწვევა, მაშინ არ ვიცი, რა არის მშვიდობის პოლიტიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„შენ შენს მტერს ყველაფერს რომ უთმობ, რომ მიდიხარ წარმოუდგენელ დათმობებზე ყოველმხრივ, შენ რას შვრები, როცა ეს ქვეყანა [] არის ის ქვეყანა, რომელსაც ვიცნობთ? შენ უღვივებ მას მადას და სხვა არაფერს. როცა მადა არის გაღვივებული და შენს გვერდით, შენს მეგობრად აღარავინ აღარ არის, ხარ სრულ იზოლაციაში, ეს თუ არ არის ომის გამოწვევა, მაშინ მე არ ვიცი, რა არის მშვიდობის პოლიტიკა.
ხელისუფლება, რომელსაც მიჰყავს ქვეყანა კონფრონტაციისკენ და დამოუკიდებლობის პირდაპირ დაკარგვისკენ – ლევილში აჯანყებაზე აწყობს რაღაც ღონისძიებას, გაუგებარია ეს ღონისძიება რას ემსახურება? უხარიათ ის, რომ აჯანყება დასრულდა, თუ რა გაკვეთილები გამოაქვთ აჯანყების ღონისძიებიდან?“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ