რუსეთის კანონმდებლობაში შეაქვთ მუხლი “რუსოფობიაზე” საზღვარგარეთ

რუსეთის ხელისუფლებამ მოამზადა დადებითი დასკვნა წინადადებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნას შემოღებული საზღვარგარეთ “რუსოფობიის” შემთხვევებზე. რუსოფობიაში კანონმდებლები გულისხმობენ ს მოქალაქეების დისკრიმინაციას უცხოეთის ოფიციალური პირების მხრიდან, ან საჯარო მოწოდებებს ამგვარი ნაბიჯებისკენ.
პროექტში ნათქვამია ისიც, რომ მსგავსი მუხლებით პირების გასამართლებას რუსეთის სასამართლოები შეძლებენ დაუსწრებლად, განსასჯელთა იქ ყოფნის გარეშე.
მთავრობა გამოვიდა შენიშვნებით იმის თაობაზე, თუ რა ტიპის სასჯელის შემოღებას ითვალისწინებს ეს მუხლი. ამჟამინდელი პროექტით უცხოელ პირებს, რომლებსაც დამნაშავედ ცნობენ, აეკრძალებათ რუსეთში “გარკვეული თანამდებობების დაკავება ან გარკვეული საქმიანობის წარმოება”. რუსეთის მინისტრთა კაბინეტში კი თვლიან, რომ ამგვარი სასჯელის სისრულეში მოყვანა რთული იქნება, რადგან საქმე ეხება უცხოეთში მცხოვრებ პირებს.
“რუსოფობიისთვის” სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღებაზე მოწოდებები რუსეთში უკვე გასული წლის ბოლოს ისმოდა. მაშინ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა სამთავრობო კომისიამ, რომელიც კანონპროექტების წარმოებაზე მუშაობს. კანონპროექტში ლაპარაკია რუსეთის მოქალაქეების და მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირების დისკრიმინაციაზე უცხოეთში, ქვეყნის შიგნით “რუსოფობიისთვის” სასჯელი არ არის გათვალისწინებული. ასევე დაკონკრეტებული არ არის ის, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს დისკრიმინაციად.
ბოლო წლებში, განსაკუთრებით ში რუსეთის ძალების სრული მასშტაბით შეჭრის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ლაპარაკობენ “რუსოფობიაზე”, რომელმაც თითქოს დასავლეთის ქვეყნები მოიცვა. რუსოფობიის შემთხვევებად მათ შორის მიიჩნევენ ამა თუ იმ პირის შეყვანას სანქციების სიაში და სხვადასხვა შეზღუდვას, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეებს უცხოეთში უწესებენ.

ასევე დაგაინტერესებთ