საბერძნეთის რკინიგზის თანამშრომლები, უსაფრთხოების სფეროში რეფორმების მოთხოვნით გაიფიცებიან

საბერძნეთის რკინიგზის მუშაკებმა ხუთშაბათს გაფიცვა გამოაცხადეს, რათა გააპროტესტონ მთავრობის მიერ უსაფრთხოების გაუმჯობესების უკმარისობა 2023 წლის თებერვლის მატარებლის კატასტროფის შემდეგ.
როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ „Ekathimerini“ იუწყება.
„ტემპეში ტრაგიკულმა ავარიამ, რომელსაც 57 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 11 ჩვენი კოლეგა, გამოაჩინა რკინიგზის მუშაკთა მრავალწლიანი პრობლემები, რომლებსაც რკინიგზელები აწყდებიან და მთავრობის მიერ სარკინიგზო სისტემის უგულებელყოფა“ – ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ