საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ირაკლი ჟორს სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დღე აღინიშნა. ცენტრს დაარსებიდან 46 წელი შეუსრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მისივე ცნობით, ღირსშესანიშნავი თარიღის აღსანიშნად ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი, თამარ ლომინაძე, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსის ზაზა ბუაჩიძე ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, სტუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, დარგის სპეციალისტები და სტუდენტები ეწვივნენ.
ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა და ინსტიტუტის ხელმძღვანელს, პროფესორ ზურაბ ლომსაძეს და მეცნიერ-თანამშრომლებს ინსტიტუტის დაარსების დღე მიულოცა.
თამარ ლომინაძის განცხადებით, ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი 1978 წელს დაარსდა და მას შემდეგ ემსახურება ემსახურება მეტად მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულებას. ცენტრის პრიორიტეტულ სამეცნიერო-კვლევით მიმართულებას წარმოადგენს ქვეყნის ბუნებრივი-მიწის, წყლის, ტყის, სასარგებლო წიაღისეულის, ენერგეტიკული, საკურორტო-რეკრეაციული, ტურისტული და ადამიანური რესურსული პოტენციალის შესწავლა, როგორიცაა: ანალიზი, შეფასება და მისი რაციონალური, კომპლექსური გამოყენების გრძელვადიანი პერსპექტივების განსაზღვრა.
“ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან, საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელ ცენტრს 46 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. 2018 წლიდან კი აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას სახელი მიენიჭა. სხვადასხვა დროს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობდნენ აკადემიკოსები: ირაკლი მიქელაძე, ფერდინანდ თავაძე, გიორგი ციციშვილი, ვახტანგ გომელაური, იოსებ ბუაჩიძე, ოთარ ნათიშვილი, ვასილ გულისაშვილი. აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გივი სვანიძე, საინჟინრო აკადემიის წევრი თამარ ჯანელიძე; პროფესორები: პეტრე ჟღენტი, ირაკლი ზურაბიშვილი, ელიზბარ ცისკარიშვილი, ბორის დემეტრაძე. დღეს, აქ მოღვაწეობენ მეცნიერები, მკვლევრები, რომელთა ცნობადობა დიდი ხნის წინ გასცდა საქართველოს ფარგლებს. ისინი, ქვეყნის წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკურ-ეკოლოგიურ პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობის მიზნით, იკვლევენ საქართველოს რესურსული პოტენციალსა და საწარმოო ძალებს და ამ მიმართულებით რაციონალური, ეფექტიანი გამოყენების რეგიონული და დარგობრივი ასპექტების ანალიზს აკეთებენ, სათანადო რეკომენდაციების შეიმუშავებენ. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, იმ ფონზე, როცა რესურსების სახეობათა მარაგები, მათზე მოთხოვნილება და მოპოვება-ათვისების პროცესები მუდმივ დინამიკაშია, იცვლება სივრცესა და დროში. ვულოცავ საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის ყველა თანამშრომელს დღევანდელ დღეს და წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.
სტუ-ის ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მეცნიერებს ცენტრის დაარსებიდან 46-ე წლისთავი მიულოცა ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა.
როგორც მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, ცენტრში მაღალკვალიფიციური და მაღალრეიტინგული მეცნიერები მუშაობენ, რომელთაგან ოთხს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე აქვთ ხელი მოწერილი.
„ეს არის დიდი ტრადიციებისა და გამოცდილების სასწავლო-კვლევითი ცენტრი, რომლის არსებობის გარეშე მიწის, ტყის, სასარგებლო წიაღისეულის, ბუნებრივ-რეკრიაციული, ჰიდრო, მზის, ქარის, გეოთერმული წყლებისა და სათბობ-ენერგეტიკული რესურსების კვლევა შეუძლებელი იქნებოდა. აქ გამოიცა დარგისთვის ისეთი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოები, როგორიცაა: „საქართველოს მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის გრძელვადიანი კომპლექსური პროგრამა“, „საქართველოს ბუნებრივი რესურსები და მათი გამოყენების პრობლემები“, ნაშრომთა ციკლი – საქართველოს რეგიონების ბუნებრივი რესურსების შესახებ (13 ტომი), რომლებშიც ასახულია ქვეყნის ბუნებრივი რესურსების პრობლემების კვლევის შედეგები რეგიონულ ჭრილში, რამაც ნათლად წარმოაჩინა მხარეთა ისტორიულად და ადმინისტრაციულად გამიჯნულ ტერიტორიებზე ბუნებრივ სიმდიდრეთა პოტენციალი და მისი გამოყენების თავისებურებანი, „საქართველოს ბუნებრივი რესურსები“ ორ ტომად და ა.შ. წარმატებებს ვუსურვებ ცენტრს ამ მეტად საჭირო საქმიანობაში“, – განაცხადა თამარ წერეთელმა.
დამსწრე საზოგადოების წინაშე, საანგარიშო პერიოდის მიმოხილვით, ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დირექტორი, ზურაბ ლომსაძე, წარსდგა. მისი თქმით, ცენტრის მეცნიერთა თანაავტორობით გამოქვეყნებულია 151 სამეცნიერო სტატია. მათ მიერ მომზადდა და გამოიცა 14 სახელმძღვანელო. ცენტრის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს 102 საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციაში.
„ვულოცავ კოლეგებს ცენტრის დაარსებიდან 46-ე წლისთავს, წარმატებებს ვუსურვებ მათ და მადლობას მოვახსენებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, რომელმაც ჩვენი ცენტრის საქმიანობას უფრო შთამბეჭდავი და ეფექტური ელფერი მისცა. სწორედ მისი მხარდაჭერით მომზადდა ლექციათა კურსები – „რესურსების გამოყენების ეკონომიკური პოლიტიკა“ და „რესურსმცოდნეობა“, რომელიც მალე დაინერგება სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე. დარწმუნებული ვარ, წინ ბევრი წარმატება გველის“, – განაცხადა ცენტრის დირექტორმა.
სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების დასასრულს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის ღვაწლმოსილი მეცნიერები ქეთევან მახარაძე და თამაზ პატარქალიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ძალიან გვეხმარება „ოცნების“ და ივანიშვილის პოლიტიკა, ეს უკვე „პრო“ აღარ არის, ეს არის რუსულობა – რას ნიშნავს, როცა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დაპირისპირებას აღვივებს? – იცის, ხმებით ვეღარ იგებს არჩევნებს