თბილისში DataFest Tbilisi 2024, რეგიონში ყველაზე დიდი მონაცემთა ფესტივალი ჩატარდა

DataFest Tbilisi, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ყველაზე დიდი მონაცემთა ფესტივალი, თბილისში წელს უკვე მერვედ ჩატარდა. წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებულად მასშტაბური იყო და 19 სექტემბრიდან სამი დღის განმავლობაში 1200-ზე მეტ სტუმარს, 70-ზე მეტ სპიკერს, ათობით ვორკშოპსა და ინსპირაციულ გამოსვლას უმასპინძლა. ფესტივალის სცენებიდან მოვისმინეთ სფეროს წამყვანი სპიკერების გამოსვლები ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა Volvo, Microsoft, TikTok, Apple, IBM, The Guardian და სხვა.
DataFet Tbilisi ყოველწლიურად აერთიანებს ადამიანებს, რომელთა საქმიანობა მონაცემებთანაა დაკავშირებული — დიზაინერებს, დეველოპერებს, მარკეტერებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებს, სტარტაპერებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და სახელმწიფო მართვის სპეციალისტებს. 2017 წლიდან დღემდე ფესტივალმა 80-ზე მეტი ქვეყნიდან 7000-ზე მეტ მონაწილეს, 200-ზე მეტ ვორკშოფსა და სპიკერს უმასპინძლა.
გასული წლების მსგავსად, წელსაც ფესტივალის სცენა მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა გლობალურ და ლოკალურ პრობლემებზე სასაუბროდ. მონაცემების როლი დემოკრატიის, არჩევნებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში – ეს საკითხები წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
უფრო კონკრეტულად კი, წლევანდელმა DataFest Tbilisi-მა 8 თემატური მიმართულება დაფარა: