წინასწარი შედეგებით, ბრანდენბურგის არჩევნებში ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატებმა გაიმარჯვეს

გერმანიაში, ბრანდენბურგის მხარის ადგილობრივ საპარლამენტო (ლანდსტაგის) არჩევნებში ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მცირე უპირატესობით გერმანიის მოქმედი ხელისუფლების სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) გაიმარჯვა, მეორე ადგილზე კი მემარჯვენე ალტერნატივა – გერმანიისთვის (AfD) გავიდა.

წინასწარი შედეგების მიხედვით, გერმანიის მოქმედი კანცლერის, ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიამ ხმათა 30.9%, ხოლო ულტრამემარჯვენე პოპულისტურმა AfD-მ 29.2%-ის მოპოვება შეძლო. ორივე პარტიამ ბოლო არჩევნებთან შედარებით 5-6%-იანი ზრდა აჩვენა.

მემარცხენე პროკრემლისტურმა პარტიამ, საჰრა ვაგენკნეხტის ალიანსმა (BSW), რომელიც ხშირად მოუწოდებს ბუნდესტაგს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებისკენ, წინასწარი შედეგებით ხმათა 13.5% აიღო.

ხმათა 12.1%-ის დაცვა შეძლო ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა, ხოლო მწვანეებმა 4.1% მოიპოვეს.

ცნობისთვის, ალტერნატივა – გერმანიისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი ულტრამემარჯვენე პარტიაა, რომელმაც გერმანიის ადგილობრივი არჩევნების მოგება შეძლო. AfD-მ ლანდსტაგის არჩევნები თიურინგიის შტატში 2024 წლის 1-ელ სექტემბერს მოიგო.

AfD თიურინგიის, საქსონიისა და საქსონია-ანჰალტის შტატებში ექსტრემისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: წყნეთის პოლიციის უფროსი, დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს, ვერც მტკიცებულება, ვერც ვიდეოჩანაწერი, უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს და ციხეში ჰყავთ, სწორედ გავიგე ხალხო?! ეს იმას ნიშნავს, რომ…

ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!

თაზო დათუნაშვილი – დავითაშვილი სუს-ში იჯდა დაკითხვაზე ექვსი საათი და „ჩვენ განვიხილეთო“, თითქოს ბიზნესლანჩზე იყო ინვესტორებთან, რა განიხილე, შე უბედურო? – „ქართულ ოცნებას“ წიწილებიც გამოელევა, მერე სად წავა?