ისრაელის თავდაცვის ძალები – ლიბანში „ჰეზბოლას“ 300 ობიექტს დავარტყით

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დღეს დილიდან ლიბანში „ჰეზბოლას“ 300 ობიექტს დაარტყა.
ლიბანური მედიის ცნობით, საჰაერო თავდასხმები რამდენიმე ლოკაციაზე მოხდა, დაჭრილები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ცნობილია სულ მცირე ერთი ადამიანის დაღუპვის შესახებ.
დაგეგმილი იერიშის შესახებ ისრაელმა განცხადება წინასწარ გაავრცელა. არაბულენოვან განცხადებაში მოსახლეობას, ავიაიერიშის წინ, თავიანთი სახლების დატოვებისკენ მოუწოდებდა. ამასთან, 60 000-მდე ავტომატური სატელეფონო ზარი განხორციელდა ლიბანის მცხოვრებლებთან და მათ ევაკუაციისკენ მოუწოდეს.
სოციალურ მედიაში ვრცელდება ვიდეო მასალა, რომელშიც ასახულია აფეთქებები.
ამასთან, ისრაელმა საკუთარ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.
„ვაღრმავებთ თავდასხმებს ლიბანში, ქმედებები გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივაღწევთ ჩვენს მიზანს, რომ უსაფრთხოდ დავიბრუნოთ ჩრდილოეთის მოსახლეობა საკუთარ სახლებში. ეს ის დღეებია, როდესაც ს საზოგადოებას მოუწევს სიმშვიდის გამოვლენა“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ბევრი რამ მიანიშნებს, რომ მიმდინარეობს მზადება 27 ოქტომბრისთვის და არაკონსტიტუციურად ხელისუფლების შეცვლისთვის – ამას გინდა გადატრიალება დავარქვათ, ან რაც გინდათ ის

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთან არჩევნებს არ ატარებენ „ენჯეოები“, საელჩოები და უცხოელი დამკვირვებლები, ჩვენთან არჩევნებს ატარებს ცესკო – დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც შეიძლება რაღაცაზე თვალი დაგვეხუჭა

შალვა პაპუაშვილი: ბევრი რამ მიანიშნებს, რომ მიმდინარეობს მზადება 27 ოქტომბრისთვის და არაკონსტიტუციურად ხელისუფლების შეცვლისთვის – ამას გინდა გადატრიალება დავარქვათ, ან რაც გინდათ ის

ISW – “ქართული ოცნების” რიტორიკა პირდაპირ ამართლებს რუსულ აგრესიას საქართველოში – აკოპირებს კრემლის პოზიციას 2008 წლის ომზე, უკრაინაში რუსეთის შეჭრებზე და ეხმარება მოსკოვის პრეტენზიებს