Reuters – ირანის რევოლუციურმა გვარდიამ „ჰეზბოლაზე“ თავდასხმის შემდეგ საკომუნიკაციო მოწყობილობების გამოყენება აკრძალა

ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსმა ყველა წევრს უბრძანა, შეწყვიტონ ნებისმიერი ტიპის საკომუნიკაციო მოწყობილობების გამოყენება მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ლიბანში „ჰეზბოლას“ წევრების კუთვნილი ათასობით პეიჯერი და რაცია ააფეთქეს, – ინფორმაციას Reuters-ს ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც ირანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსი ფართომასშტაბიან ოპერაციას ახორციელებს, რათა შეამოწმოს ყველა მოწყობილობა და არა მხოლოდ საკომუნიკაციო აღჭურვილობა. მისი განმარტებით, ამ მოწყობილობების უმეტესობა ან თვითნაკეთია, ან ჩინეთიდან და დანაა იმპორტირებული.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, კოორდინირებული თავდასხმის შედეგად, „ჰეზბოლას“ წევრების კუთვნილი ათასობით პეიჯერი და რაცია აფეთქდა, რასაც 39 ადამიანი ემსხვერპლა და 3000-ზე მეტი დაშავდა. ლიბანი და „ჰეზბოლა“ აცხადებენ, რომ თავდასხმების უკან დგას. ისრაელი აღნიშნულ თავდასხმაში მონაწილეობას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკ რუტე აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩრდილოეთ კორეელების მონაწილეობის შესახებ ცნობების დადასტურება ამ მომენტისთვის არ შეუძლია და ინფორმაციას სამხრეთ კორეა მიაწვდის