ზელენსკის გეგმის მთავარი პუნქტი უსაფრთხოების გარანტიებია – “თაიმსი”

“გამარჯვების გეგმა”, რომლის წარდგენასაც უკრაინის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს აპირებს, პირველ რიგში, დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის მხარდაჭერის გრძელვადიანი გარანტიების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი “სანდეი თაიმსი” წერს და აღნიშნავს, რომ გარანტიები ისეთი უნდა იყოს, რომ -ის ახალმა ადმინისტრაციამ (მათ შორის, თუ ჰიპოთეზურად რესპუბლიკელი გაიმარჯვებს), მათზე უარი ვერ თქვას,
გაზეთი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ზელენსკის გეგმის ოთხ ძირითად პუნქტს შორის საკვანძო ადგილს იკავებს ნატოს კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნა.

გეგმის კიდევ ერთი პუნქტი, რომელიც ადრე არ იყო ნახსენები, არის უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციების გაგრძელების მხარდაჭერა რუსეთში, კერძოდ, კურსკის რეგიონში. გარდა ამისა, გეგმაში საუბარია უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდების გარანტიებსა და საერთაშორისო ფინანსურ დახმარებაზე.
უკრაინის პრეზიდენტი 22 სექტემბერს ჩავიდა აშშ-ში, სადაც გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართავს და შეხვდება პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, რომელიც 2024 წლის ნოემბრის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატია.

დაგეგმილია ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატთან, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც.

ვიზიტის წინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონს წარუდგენს უკრაინის „გამარჯვების გეგმას”.