მარეგულირებელმა „საქართველოს რეგისტრატორი” 26 000 ლარით დააჯარიმა – მიზეზები

· ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პროცესში გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 2 შემთხვევა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას – 2 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ – 4 000 ლარი.
· ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ერთ კლიენტთან მიმართებით, მინიჭებული მაღალი რისკის ფარგლებში არ განხორციელებულა ხელმძღვანელობისგან, პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების თაობაზე ნებართვის მოპოვება, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას – 2 000 ლარით.
· ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ სამ კლიენტთან მიმართებით, მინიჭებული რისკის შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკფაქტორები, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას – 2 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ – 6 000 ლარი.
· ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ორ კლიენტთან მიმართებით არ არის დადგენილი საქმიანი ურთიერთობის არსი, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას – 2 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ – 4 000 ლარი.
· ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ხარვეზებით, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას – 10 000 ლარის ოდენობით.