FIDE-მ შეინარჩუნა რუსეთისა და ბელარუსის მოჭადრაკეთა წინააღმდეგ მოქმედი სანქციები

რუსეთისა და ბელარუსის მოჭადრაკეები კვლავ ვერ შეძლებენ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას. ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის(FIDE) გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით უარყო ს წინადადება, რომელიც ში ს ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო 2022 წლიდან ამოქმედებული სანქციების მოხსნას ეხებოდა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ბუდაპეტში, გენერალური ასამბლეის სხდომაზე 22 სექტემბერს ჩატარებული კენჭისყრისას რუსი და ბელარუსი მოჭადრაკეებისთვის აკრძალვის გაუქმებას მხარი დაუჭირა 21-მა დელეგატმა. 41 წინააღმდეგი იყო.
ამასთან, ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ ფედერაცია შეისწავლის ტურნირებზე 12 წელზე უმცროსი ასაკის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე რუსი და ბელარუსი მოჭადრაკეების დაშვების საკითხს და შესაბამის კონსულტაციას გამართავს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან.
FIDE-ს წლებია მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან. 2018 წლიდან ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტია არკადი დვორკოვიჩი, რომელიც მანამდე რუსეთის ვიცე-პრემიერი იყო. ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე დვორკოვიჩის წინამორბედიც რუსეთის წარმომადგენელი იყო – კირსან ილუმჟინოვი, რომელიც FIDE-ს 1995 წლიდან ხელმძღვანელობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – ჩვენ პრეზიდენტის პოზიციას პატივს ვცემთ – გულწრფელად ვიყავი ამ ერთობის მომხრე არა იმიტომ, რომ გახარია მიყვარს ან შემიყვარდა, უბრალოდ, ქვეყანას ასე სჭირდებოდა, რომ გავერთიანებულიყავით