რუსეთის ხელისუფლება ადასტურებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში მე-14 არმიის მეთაური, გენერალი ვლადიმირ ზავედსკი დაიღუპა. ეს უკვე მეშვიდე რუსი გენერალია, რომელიც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა.
მანამდე რუსი გენერლის დაღუპვის შესახებ წერდა რუსული და საერთაშორისო მედია. გავრცელებული ცნობებით, ზავედსკი ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმთან დაიღუპა.