კვლავ თავის სტიქიაშია – დიეგო კოშტამ “გრემიოს” 20-წლამდელებშიც იჩხუბა [VIDEO]

ცნობილი ფორვარდი დიეგო კოშტა მედიის ყურადღების ცენტრში მოხვედრას კვლავ ახერხებს.
გამოცდილი ფეხბურთელი ამჟამად “გრემიოს” ღირსებას იცავს. ბრაზილიურმა კლუბმა ფორვარდი ფორმის აღსადგენად 20-წლამდელთა რიგებში ათამაშა, სადაც კოშტამ იჩხუბა და მოედნიდან გააძევეს.
შეგახსენებთ, კოშტა სხვადასხვა დროს “ატლეტიკოს”, “ბრაგას”, “სელტას”, “ვალიადოლიდის”, “რაიო ვალეკანოს”, “ჩელსის”, “ატლეტიკო მინეიროს”, “ვულვზისა” და “ბოტაფოგოს” ღრსებას იცავდა.
დიეგო ესპანეთის ნაკრების ღირსებას 2014/2018 წლებში იცავდა, კოშტამ “ფურია როხას” მაისურით გამართლ 24 მატჩში 10 გოლის გატანა მოახერხა.