როდ ლეივერის სახელობის ტურნირი ევროპის გუნდის გამარჯვებით დასრულდა

როდ ლეივერის სახელობის ტურნირი ევროპის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. გუნდს გამარჯვება ესპანელმა კარლოს ალკარასმა ამერიკელ ტეილორ ფრიცთან მოგებით მოუტანა (6-2, 7-5). ერთეულთა თანრიგში კარლოსმა ორივე თავისი მატჩი გამარჯვებით დაასრულა.
ევროპელების შესრულებით ლეივერის თასზე ეს მე-5 გამარჯვებაა. მსოფლიოს გუნდმა მხოლოდ ორჯერ შეძლო გამარჯვება.
ტურნირს ლეგენდარული როჯერ ფედერერი ესწრებოდა. შეგახსენებთ, როჯერ ფედერერს, ლეივერის თასზე ევროპის გუნდთად ერთად, გამარჯვება სამჯერ აქვს მოპოვებული.
წელს ლეივერის თასი ბერლინში მიმდინარეობდა, ევროპის გუნდმა მსოფლიოს გუნდს 13:11 სძლია.
მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა