“მილანის” 6-მატჩიანი მოუგებელი სერია დასრულდა – “როსონერიმ” “ინტერი” დაამარცხა [VIDEO]

გუშინ, 22 სექტემბერს, სერია A-ს მე-5 ტურის ცენტრალურ მატჩში, “დერბი დელა მადონინაში” “მილანმა” “ინტერი” 2:1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე კრისტიან პულიშიჩმა გახსნა. 27-ე წუთზე ფედერიკო დიმარკომ სხვაობა აღადგინა.
მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. 89-ე წუთზე მატეო გაბიამ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და “როსონერის” 6-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.
ამრიგად, “მილანი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 8 ქულით მე-7 ადგილს იკავებს. პაულო ფონსეკას გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 27 სექტემბერს, “ლეჩეს” წინააღმდეგ გამართავს.
“ინტერი” ჩემპიონატში 8 ქულით მე-6 ადგილზეა. “ნერაძური” 28 სექტემბერს “უდინეზეს”
დაუპირისპირდება.