დეკემბრის ბოლო სხდომაზე სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 9.75%-მდე შეამცირებს – Galt&Taggart

დეკემბრის ბოლო სხდომაზე სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 9.75%-მდე შეამცირებს, ხოლო დამატებით 100 საბაზისო პუნქტით 8.75%-მდე შემცირებას 2024 წლის ბოლოს, ამის შესახებ Galt&Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია საუბარი.
„2023 წლის 29 ნოემბერს გაიმართა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის რიგგარეშე სხდომა და მიღებული გადაწყვეტილებით უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 25%-დან 20%-მდე შემცირდა. ეროვნული ბანკის მიხედვით, აღნიშნული ცვლილებით ადგილობრივ ბაზარს უცხოურ ვალუტაში დამატებითი ლიკვიდობა მიეწოდება, რაც ეკონომიკაზე გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების გავლენას გარკვეულწილად შეამსუბუქებს.
ჩვენი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ლარის მხარდამჭერიცაა. ამასთან, რეფინანსირების განაკვეთის ტრაექტორიაზე ვინარჩუნებთ ჩვენს წინა პროგნოზს და დეკემბრის ბოლო სხდომაზე ველოდებით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით 9.75%-მდე შემცირებას, ხოლო დამატებით 100 საბაზისო პუნქტით 8.75%-მდე შემცირებას 2024 წლის ბოლოს“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, Galt&Taggart-ში ვარაუდობენ, რომ 2024 წელს, რეალური მშპ-ის ზრდა 5.0%-ის ფარგლებში იქნება.