პურის მცხობელ კომპანიებს გაზის ტარიფი არ გაუძვირდებათ – დავითაშვილის განმარტება

რეგიონებში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირი ძვირდება. “სოკარ ჯორჯია გაზი”, “საქორგაზი” და “თელავიგაზი” კომერციულ მომხმარებლებს ტარიფების ცვლილებაზე ატყობინებენ. 2024 წლის 1 იანვრიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ კომერციული მომხმარებლისთვის 1მ³ ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,29 ლარით დღგ-ს ჩათვლით. ასევე დღგ-ს ჩათვლით 1.29 ლარით განისაზღვრა “თელავგაზის” ტარიფი კომერციული მომხმარებლისთვის.