შრი-ლანკას საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური ალიანსის ლიდერმა გაიმარჯვა

შრი-ლანკას საპრეზიდენტო არჩევნებში 55 წლის მემარცხენე კანდიდატმა, ანურა კუმარა დისანაიაკემ გაიმარჯვა.
შრი-ლანკას საარჩევნო კომისიის ცნობით, ოპოზიციური ალიანსის, „ნაციონალური სახალხო ძალაუფლების“ ლიდერმა ხმების დაახლოებით 42 პროცენტი მოიპოვა და ის უსწრებს როგორც ოპოზიციის სხვა კანდიდატს, საჯით პრემადასას, ასევე მოქმედ პრეზიდენტს რანილ ვიკრამასინგეს.
„იმედითა და მოლოდინით სავსე მილიონობით თვალი გვიბიძგებს წინ და მზად ვართ გადავწეროთ შრი-ლანკას ისტორია“, – წერს დისანაიაკე სოციალურ პლატფორმა X-ზე.
საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 76 პროცენტი შეადგინა. კომისიის შეფასებით, ეს იყო „ყველაზე მშვიდობიანი არჩევნები შრი-ლანკის ისტორიაში“. ამ განცხადების მიუხედავად, საარჩევნო უბნების დახურვიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ხელისუფლებამ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მასშტაბით დროებით კომენდანტის საათი დააწესა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – არჩევნებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა იმის გარანტი იქნება, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება