ალთუნაშვილის “ვოლფსბერგერმა” სტუმრად კიტეიშვილის “შტურმს” დამაჯერებლად მოუგო

ავსტრიის ბუნდესლიგის მეშვიდე ტურში „შტურმი“ საკუთარ მოედანზე „ვოლფსბერგერთან“ 0:3 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ოთარ კიტეიშვილმა, სტუმართა რიგებში კი – სანდრო ალთუნაშვილმა.
„შტურმს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 12 ქულით მესამე ადგილზეა და 25 სექტემბერს, მეექვსე ტურის გადადებულ მატჩში, ვენაში „აუსტრიას“ დაუპირისპირდება.
“ვოლფსბერგები” 13 ქულით გალიდერდა და 29 სექტემბერს “ტიროლს” მიიღებს.
შტურმი – ვოლფსბერგერი 0:3
გოლები: 0:1 ბალო (20), 0:2 ატანგა (72), 0:3 კოიზეკი (90+4)
ჩემპიონთა ლიგა. I ტური: კიტეიშვილის “შტურმი” დამარცხდა – “ბარსელონამ” ტურნირი წაგებით დაიწყო [VIDEO]