საფრანგეთი აცხადებს, რომ რომის ცენტრში მდებარე ესპანური კიბეები შესაძლოა მისი საკუთრებაა

პარიზის აუდიტორულმა სასამართლომ განაცხადა, რომ რომის ცენტრში მდებარე ესპანური კიბეები შესაძლოა საფრანგეთს ეკუთვნოდეს.
ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ცნობილი ძეგლი რომში მე-18 საუკუნეში დაიდგა ფრანგული ფულით, ხოლო მთავარი კიბე დააპროექტეს ფრანგმა არქიტექტორებმა, ასევე ეკლესია კიბეების თავზე.
ფრანგული რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც მართავს რამდენიმე ეკლესიას, მრავალი წელია ინარჩუნებს კიბეებს. ამიტომ ფრანგული მხარე დაჟინებით მოითხოვს ესპანეთის კიბეების სტატუსის უფრო მკაფიოდ განსაზღვრას.
იტალიის ტურიზმის სამინისტრომ, თავის მხრივ, ფრანგების პრეტენზიას იუმორით უპასუხა და ოფიციალურ პარიზს შესტავაზა იტალიური ხელოვნების ნიმუშები ლუვრში გამოფინოს.