ზაზუნები, თაგვები და გოფერები – ბუნებრივი ჰაბიტატები ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფერხებს – ევროპული პრაქტიკა

პოლონეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო გოფერების კეთილდღეობისთვის შეცვლის ახალი საჰაერო ბაზის ადგილს.
სამხედროებმა მარტში გამოაცხადეს ლუბლინის აეროპორტის მახლობლად სამხედრო ბაზის აშენების გეგმები. თუმცა, როგორც გაირკვა, შერჩეულ ლოკაციაზე ბინადრობს ორასამდე ლაქიანი მიწის ციყვი. ეს არის საშუალო ზომის მღრღნელი ციყვის ოჯახიდან, ზურგზე დამახასიათებელი მუქი ზოლებით და თეთრი წერტილებით. ასეთი მიწის ციყვი ცხოვრობს აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის რუსეთში და დაცულია.
აეროპორტის ტერიტორია “ნატურა 2000-ის” ნაკრძალების პან-ევროპული ქსელის ნაწილია. ამიტომ სამხედროებმა გადაწყვიტეს, რომ მშენებლობა სხვა ადგილას გადაეტანათ.
სხვათა შორის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გოფერები გავლენას ახდენენ ამ ტერიტორიაზე სამშენებლო გეგმებზე. 2012 წელს აეროპორტის ასაფრენი ბილიკი ამ მღრღნელების გამო გადავიდა.
ცნობისთვის, გერმანიაში გადაასახლებენ 39 ზაზუნას, რომლებიც მომავალი სამშენებლო უბნის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. საქმე ისაა, რომ ქალაქს სურდა ერთ-ერთი სკოლის ტერიტორიის გაფართოება. ამისათვის ხელისუფლებამ 18 მიწის ნაკვეთი შეისწავლა და ერთი შეარჩია. აღმოჩნდა, რომ იქ ჩვეულებრივი ზაზუნები (cricetus cricetus), რომელსაც ევროპულ ზაზუნებსაც უწოდებენ, ცხოვრობენ. საიტზე სულ 39 ზაზუნა დაითვალა. ზაზუნების რელოკაცია წესების დაცვით მოხდება. ოფიციალურმა პირებმა მოამზადეს დეტალური დოკუმენტი, რომელსაც უწოდეს „ბლუმენშტრასეს ზაზუნების გენერალური გეგმა“. გეგმის მიხედვით, ზაზუნებს სხვა ლოკაციაზე ხელსაყრელი პირობები ექნებათ უზრუნველყოფილი.
გერმანიაში ჩვეულებრივი მინდვრის ზაზუნების პოპულაცია მცირდება 1970-იანი წლებიდან და ისინი დაცულნი არიან, როგორც ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყანაში. ცხოველთა კეთილდღეობის საერთაშორისო ფონდის IFAW-ის თანახმად, ევროპაში ისინი მოხვდნენ ათეულში “ყველაზე გადაშენების პირას მყოფი” სახეობა.
სხვატა სორის, ბად სეგებერგში (გერმანია) დიდი ავტომაგისტრალის მშენებლობაც შეჩერდა იშვიათი ჯიშის 300 თაგვის გადასარჩენად. მშენებლობის დროს გაირკვა, რომ ახალი გზის გამოჩენა საფრთხეს შეუქმნის მღრღნელების უიშვიათესი სახეობის – თხილის დორმაუსის გადარჩენას. იშვიათი თაგვების გადასარჩენად ფედერალური მთავრობა აპირებს გადაადგილების ოპერაციის ორგანიზებას: თითოეულ თაგვს ხელით დაიჭერენ და ახალ ადგილას გადაიყვანენ. იკვლევენ პოტენციურად შესაფერის ადგილებს შლეზვიგ-ჰოლშტაინის ფედერალურ შტატში. ადგილის აღმოჩენის შემდეგ ის დამატებით იქნება აღჭურვილი თაგვებისთვის კომფორტული ცხოვრებისთვის.
ამ ნაბიჯის დასრულება 2025 წლისთვის იგეგმება.

ასევე დაგაინტერესებთ