შვედეთში ჩერნობილის ბირთვული ავარიის შედეგებს სოკოთი გადაამოწმებენ

შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების ორგანომ სოკოს მკრეფებს სთხოვა გამოეგზავნათ მათთვის ამ სეზონის სოკო, რათა შეეფასებინათ ქვეყანაში რადიაციის დონე 1986 წელს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიიდან 38 წლის შემდეგ.
სოკოს ტესტირება ჩაუტარდება ცეზიუმ-137-ზე, რადიაციულ ძირითად დამაბინძურებელზე. ის შეიძლება დაგროვდეს ნიადაგში და ცოცხალ ორგანიზმებში. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 30 წელია.
სოკოს შემგროვებლებს სთხოვეს განყოფილებას გაეგზავნათ სულ მცირე 100 გრამი ახალი სოკო ან 20 გრამი ხმელი.
როგორც Europulse წერდა, გერმანელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ შეიცავს გერმანიაში გარეული ღორის სხეულში დიდი რაოდენობით რადიოაქტიურ ელემენტებს. ადრე ეს ფენომენი ჩერნობილის კატასტროფასთან იყო დაკავშირებული.
შეგახსენებთ, ჩერნობილის აფეთქების გამო ევროპაში იზოტოპი, ცეზიუმ-137 გავრცელდა. მისი ნახევარდაშლის პერიოდი 30 წელს შეადგენს და ახლა მისი მავნე ზემოქმედება შესამჩნევად შემცირებულია, თუმცა, ერთი წლის წინ გერმანელმა ექიმებმა გარეული ღორების მნიშვნელოვან ნაწილში რადიოაქტიურობა აღმაოჩინეს, რომელიც ცეზიუმ-137-ის ნაცვლად ცეზიუმ-135-ით იყო გამოწვეული. აღმოჩნდა, რომ გარეული ღორებისთვის ცეზიუმ-135-ის ძირითადი წყარო მიწისქვეშა ტრიუფელის სოკოა, რომლის მიცელიუმში რადიოაქტიური ნივთიერებები გროვდება.
ეს იზოტოპი, როგორც წესი, უფრო ბირთვული იარაღის გამოყენებით წარმოიქმნება, ვიდრე ბირთვული რეაქტორების აფეთქებით. მისი ნახევარდაშლის პერიოდი გაცილებით გრძელია და 2 მილიონ წელს შეადგენს.
გერმანელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შემთხვევების 12-68%-ში რადიოაქტიური დაბინძურება ჩერნობილის ავარიით კი არა, მეოცე საუკუნის შუა ხანებში ბირთვული იარაღის ცდებით იყო გამოწვეული. შეგახსენებთ, საფრანგეთმა ასეთი ცდები ალჟირში, ხოლო სსრკ-მა ასტრახანის ოლქში ჩაატარა.