ირანში ქვანახშირის მაღაროში მომხდარ აფეთქებას 51 ადამიანი ემსხვერპლა

ირანის სამხრეთ ხორასანის პროვინციაში ქვანახშირის მაღაროში გაზის აფეთქებას სულ მცირე 51 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 20 ადაიანი, – ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მეთანის გაზის აფეთქება ორ ბლოკში, B და C ბლოკებში, მოხდა. მაღარო კომპანია „მადანჯოს“ საკუთრებაა.
”ქვეყნის ქვანახშირის 76 პროცენტის მოწოდება ამ რეგიონიდან ხდება და იქ დაახლოებით 8-10 დიდი კომპანია მუშაობს, მათ შორის კომპანია „მადანჯო“, – აღნიშნა სამხრეთ ხორასანის პროვინციის გუბერნატორმა, ალი აქბარ რაჰიმიმ.
მისი თქმით, სამაშველო ოპერაცია B ბლოკში დასრულებულია. იქ მყოფი 47 მუშიდან 30 დაიღუპა და 17 დაშავდა. C ბლოკში კი სამაშველო სამუშაოები, ჯერჯერობით, ისევ მიმდინარეობს.
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მომხდარის მიზეზების დასადგენად.

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული, გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – თუ პარტიის თავმჯდომარე ხარ, უნდა იყო პრემიერობის კანდიდატიც, რაც მე არ ვიქნები, შესაბამისად, თუ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, მე ვიქნები მისი ეფექტური მენეჯერი – რაც შეეხება ბოკუჩავას, მასთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნა არ მაქვს